პსჟ-ს ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ნახევარმცველ ფრედის შეძენა სურს, იუწყება The Sun.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურებოდა, მაგრამ მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივეს. თუმცა, ეს ფაქტორი შემაფერხებელი არაა პარიზელებისთვის, რომლებსაც შუახაზის ფრედით გაძლიერება დიდი ხანია სურთ.
მანჩესტერელებს ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღება სურთ. „მანჩესტერში“ კაზემიროს გადასვლის შემდეგ ფრედს ეიმედებოდა, რომ ინგლისური გუნდის სასტარტოში დამკვიდრდებოდა და თანამემაულეს შეუწყვილდებოდა. თუმცა, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ფრედთან შედარებით უპირატესობას კრისტიან ერიქსენს ანიჭებს.





