კვარაცხელია ამხანაგურ მატჩში „ლილთან“ დამარცხდა

0
126

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ლილთან“ ჩაატარა და 1:4 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
„ლილიდან“ მე-17 წუთზე ანგარიში დიაკიტემ გახსნა, ხოლო დავიდმა 62-ე წუთზე ნეაპოლელთა კარი მეორედ აიღო. 76-ე წუთზე ოუნასმა ფრანგები კიდევ უფრო დააწინაურა და სტუმრებიდან მეოთხე გოლი ბამბამ მიითალა. „ნაპოლიდან“ ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.
„ნაპოლი“ 4 იანვარს მე-16 ტურში სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. ნეაპოლელები 41 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მილანს“ 8 ქულით ასწრებს.