„ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის ლიგის თასს 1/4-ფინალში დაემშვიდობა.
ბარსელუშელები სტუმრად პორტუგალიურ გრანდ „პორტუს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა მე-3 წუთზე ანგარიში გალენოს დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო 68-ე წუთზე ირანის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მეჰდი ტარემიმ „ჟილ ვისენტეს“ კარი მეორედ აიღო.




