ლიონელ მესი მზადაა პსჟ-ში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბი შეთანხმდნენ გაახანგრძლივონ კონტრაქტი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება.
რომანოს ცნობით მესის „ინტერ მაიამისთან“ და „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება არასოდეს უწარმოებია. მას ორივე კლუბი დაუკავშირდა, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წაწეულა.
მიმდინარე სეზონში 35 წლის მესიმ პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 19 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანის გარდა, 14 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახენებთ, რომ მესის კაპიტნობით არგენტინა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონი გახდა, ხოლო ლეო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.





