ისკომ „სევილია“ დატოვა, რის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„კლუბს სურს ისკოს წარმატება უსურვოს მისი ახალი პროფესიონალური ამოცანების რეალიზაციაში“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
მანამდე, ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ისკოს შესაძლოა „სევილია“ კლუბის სპორტულ დირექტორ რამონ მონჩისთან კონფლიქტის გამო დაეტოვებინა და ეს ვარაუდი გამართლდა.
30 წლის ისკო „სევილიაში“ მადრიდის „რეალიდან“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა. მან ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.




