პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ გაუგრძელებია.
„ვაღიარებ, რომ ეს ჯილდო ჩვენ გვჭირდება და ჩემს მიერ აქ გატარებული პერიოდი არასრულფასოვანი იქნება თუ მას ვერ მოვიგებთ. თუმცა, ეს ერთადერთი მიზანი არაა, რომლის გამო კონტრაქტი გავახანგრძლივე. კლუბს მაინც არ დავტოვებდი ბოლო 11 თვის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში რომ არ გვეთამაშა. თუმცა, ასეა თუ ისე აღნიშნული ჯილდო გვჭირდება და მის დაუფლებას შევეცდებით“ – ციტირებს Football Daily ესპანელ სპეციალისტს, რომელსაც ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „სიტი“ გერმანიის „ლაიფციგს“ შეხვდება. პირველი მატჩი 22 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 მარტს.




