გველესიანის პირველი დუბლი „პერსეპოლისში“

0
30

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი დუბლი გაიფორმა.
ირანის უმაღლესი დივიზიონის მე-12 ტურში „პერსეპოლისი“ სტუმრად „ესტეღლალს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-16 წუთზე „პერსეპოლისი“ დააწინაურა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელის მიერ ჯარიმის შესრულების დროს საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ზუსტად შეაგება. მასპინძლებმა 30-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 20 წუთში დაწინაურდნენ. თუმცა, 89-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გველესიანმა თავით მეორე გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
31 წლის ფეხბურთელი „პერსეპოლისს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 11 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.