„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გუნდზე დადებითი გავლენა აქვს და კმაყოფილი არასოდესაა.
„ზლატანს საუცხოო ინტელექტი აქვს. მან იცის თავისთვის უცნობ რეალობაში როგორ გადაეშვას. როდესაც ზლატანი კლუბში მოვიდა, „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად მზად არ იყო. ის მიხვდა როგორ ემოქმედა, როდის იყოს უფრო ხისტი და თანაგუნდელებს დაეხმაროს.
ზლატანის გუნდში ყოფნა ჩვენზე მხოლოდ დადებითად აისახება. იგი კმაყოფილი არასოდესაა, რაც მისი ხასიათი და ძალაა. ის ყოველთვის მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან და სხვებისგან. რაც არ უნდა მოხდეს, იმედია, რომ მალე ითამაშებს. ჩემპიონები პირველ ყოვლისა გონებაში არიან ჩემპიონები – ისინი შეპყრობილნი არიან, რომ ყველაფერში მაქსიმუმს მიაღწიონ“ – იუწყება პიოლის ნათქვამს Sky Sport Italia.




