მბაპე: „ბიჭებო ეს ჩვენი მთელი ცხოვრების მატჩია“

0
63

კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელებს ემოციურად მიმართა. მის ნათქვამს ფრანგული გამოცემა Le Monde იუწყება:
„ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატი და ჩვენი მთელი ცხოვრების მატჩია! ჩვენ არ შეგვიძლია კიდევ უფრო უარესად ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ.
ჩვენ ახლა მოედანზე დავბრუნდებოთ. ან მათ საშუალებას მივცემთ ასევე გააგრძელონ ან ინტენსიურობას გავზრდით, ორთაბრძოლებში შევალთ და კიდევ რამეს გავაკეთებთ.
ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია! ორი ბურთით ვაგებთ, მაგრამ შეგვიძლია გავათანაბროთ. ასეთი რამ ოთხ წელიწადში ხდება“.
23 წლის მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და განვლილ ტურნირზე გატანილი 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.