ბექა ბურჯანაძის “რეჯიო ემილია” იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში დრამატულ მატჩში “ვენეციასთან” დამარცხდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად 2 დამატებითი ხუთწუთეული გახდა საჭირო. თუკი პირველი ექსტრა ხუთწუთეული ფრედ დამთავრდა, მეორეში სტუმრებმა 17:3 იმარჯვეს და ბურჯანაძის გუნდმა საბოლოოდ მარცხი განიცადა – 101:115.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
რეჯო ემილიამ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა და 2 გამარჯვებით ბოლო ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს სტუმრად ბრეშასთან გამართავს.





