ქარიმ ბენზემამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ამის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:
„ყველაფერი გავაკეთე და შეცდომებიც დავუშვი, რომ ის გავმხდარიყავი, რაც ვარ. ამით ვამაყობ. ჩემი ისტორია დავწერე და ახლა ჩვენი ერთობა დასრულდა“.
ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და დიდიე დეშამმა შეკრებიდან დაითხოვა. ფეხბურთელი მალე გამოჯანმრთელდა და „რეალში“ ვარჯიში განაახლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ნაკრების საწვრთნელი ბანაკის დატოვება არ სურდა და ვერ გაიგო სამწვრთნელო შტაბმა დააბრუნა „რეალში“. ცნობისთვის, ეროვნული გუნდის განაცხადში მუნდიალის დასრულების ბოლომდე იყო და მის ნაცვლად არავინ გამოიძახეს.
ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და 97 მატჩში 37 გოლი გაიტანა. თუმცა, მატიე ვალბუენეასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ფორბვარდი 2015 წლიდან 2021 წლის მაისამდე ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს. შეგახსენებთ, რომ მას დამნაშავეებთან კავშირში სდებდნენ ბრალს, რომლებიც ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ და 150000 ევროს სთხოვდნენ.





