ზლატკო დალიჩი: „ამ ბრინჯაოს ოქროს ელფერი დაკრავს“

0
66

ზლატკო დალიჩის აზრით, ხორვატიის ნაკრების მიერ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს ოქროს ელფერი დაკრავს. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მე-3 ადგილისთვის მატჩში მაროკოსთან 2:1 გამარჯვების მერე განაცხადა.
„ამ ბრინჯაოს ოქროს ელფერი დაკრავს. ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მედლები ხორვატი ხალხისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის მოვიპოვეთ, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. ორი ტურნირის განმავლობაში ორი სინჯის მედალი ავიღეთ.
მსურს ეს გამარჯვება ჩირო ბლაჟევჩს (ხორვატების მწვრთნელი 1998 წლის მუნდიალზე, რედ.) მივუძღვნა, რომლისგან ყველაფერი დაიწყო. ბოსს, ეს შენთვის. მე შესაძლოა 5 მედალი მოვიგო, მაგრამ შენ ყოველთვის მთავარი იქნები ყველა მწვრთნელს შორის.
ჩვენგან ასეთ გამოსვლას ცოტა ვინმე ელოდა. ქედს ვიხრი ბიჭების წინაშე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო. ასეთ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი საუცხოო რამაა“ – იუწყება დალიჩის ნათქვამს ხორვატული მედია.