მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში “ვისკონსინს” მოსაგებად არ ეყო

0
44

სანდრო მამუკელაშვილმა “მილუოკი ბაქსის” სატელიტ კლუბ “ვისკონსინ ჰერდში” მორიგი შედეგიანი მატჩი “ფორტ ვეინთან:/” ჩაატარა, თუმცა ამით თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.
ქართველმა ფორვარდმა ვისკონსინის სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 32 წუთი გაატარა და ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო – 26 ქულას და 11 მოხსნას 6 პასი დაუმატა. ქართველ ფორვარდს სამქულიანები არ წაუვიდა – ხუთიდან ვერცერთი ჩააგდო, სამაგიეროდ 15-იდან 11 ორქულიანი გამოიყენა, რასაც 2-იდან 2 ზუსტი საჯარიმოც დაუმატა. სანდროს აქტივში ასევე 2 ჩაჭრა იყო. ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4-ჯერ კი დაჯარიმდა. მამუკელაშვილს პლუს-მინუს კოეფიცინეტი 6 ჰქონდა, რაც მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ვისკონსინ ჰერდმა ფორტ ვეინთან ზედიზედ მეორედ ითამაშა და ზედიზედ მეორედ წააგო ისე, რომ საკუთარ ფარში 128 ქულა მიიღო. სანდროს გუნდს 6 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში 8 გუნდს შორის მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი 1-ელ იანვარს, გრანდ რაპიდს გოლდთან გამართავს.