ლიონელ სკალონის თქმით ისეთი ემოცია არ აქვს როგორც წინა დღეებში, მაგრამ სამაგიეროდ წნეხი მოეხსნა. არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან პენალტების სერიაში (3;3 ძირითადი დრო) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ამაყი ვარ. ემოციები ისეთი ბევრი არაა როგორც სხვა დღეებში, მაგრამ დღეს წნეხი მომეხსნა. ეს გუნდი მაიძულებს, რომ ამაყი ვიყო. ეს მისი გამარჯვებაა.
ხალხს მოვუწოდებ, რომ მოენტით დატკბნენ, რომელიც ისტორიაში შევა“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინის ეროვნული ნაკრების ტვიტერი.





