სკალონი: „იმედია მესი სანაკრებო კარიერას ტიტულით დაასრულებს“

0
51

ლიონელ სკალონის ეიმედება, რომ თუ საფრანგეთთან მატჩი ლეო მესის სანაკრებო კარიერაში ბოლო იქნება, არგენტინელთა კაპიტანი მსოფლიო ჩემპიონის თასს აღმართავს.
„ფინალისთვის ისე ვემზადებით, როგორც ჩვენი აზრით მეტოქე ითამაშებს და რაც მას უნდა დავუპირისპიროთ.
მესის შესახებ რა უნდა ვთქვა? იმედია, რომ თუ მომავალი შეხვედრა ლეოსთვის ბოლო იქნება, ჩვენ ტიტულს მოვიგებთ. ეს საუცხოო იქნებოდა და მთავარია, ამით დავტკბეთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაზე უკეთესი სცენარი რა იქნება?“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინული მედია.
არგენტინა ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთს შეხვდება და თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.