დიდიე დეშამს არგენტინის ნაკრები ზედმიწევნით შესწავლილი ჰყავს და მეტოქის ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზადაა. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ არგენტინასთან გასამართ ფინალამდე განაცხადა.
„თუ არ ვცდები, ამჟამად არგენტინის ნაკრებში მხოლოდ 7 ფეხბურთელია, რომლებიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ. ეს აშკარად ერთი და იმავე გუნდი არაა და შედარებას აზრი არ აქვს, რადგან ის 1/8-ფინალი იყო და იქ სხვა მოთამაშეები გამოდიოდნენ.
მეორე მხრივ, 6 მატჩი, რომელიც მათ სხვადასხვა სქემებით და მოთამაშეებით ჩაატარეს ჩვენ დაგვეხმარება. სამი ჩვენი დამკვირვებელი – ხოსე ალკოსერი, ჟან-ლუკ ვანუჩი და ლიონელ რუიალი არგენტინელთა ყველა მატჩს დაესწრნენ და ეს საშუალებას გვაძლევს ძალიან ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს.
ხვალ არგენტინამ რამე ახალიც რომ შემოგვთავაზოს, მაშინ ჩვენც შეგვიძლია ნახევარფინალში მაროკოს მაგალითი ავიღოთ, რომელმაც სასტარტოში 5 მცველი დააყენა, არადა, მანამდე ეს არ გაუკეთებია. ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – იუწყება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ნათქვამს ფრნაგული მედია.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხვალ არგენტინას შეხვდება.




