მარიო პაშალიჩი: „მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ“

0
66

მარიო პაშალიჩის განცხადებით, ხორვატია მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს. ხორვატების ნახევარმცველმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში დღეს არგენტინასთან გასამართ შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ოთხი წლის წინ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის დროს ვოცნებობდი, რომ ამის ნაწილი ვყოფილიყავი. ცოტა ვინმე თუ ელოდებოდა, რომ მომავალ მუნდიალზე იმავე განმეორდებოდა. თუმცა, ჩვენ ისევ პლანეტის ოთხ საუკეთესო გუნდში ვარ. ეს დაუჯერებელი წარმატებაა, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
ბოლო 20 თამაშიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ და ასევე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო 12 მატჩში ერთხელ დავმარცხდით – ეს დაუჯერებელი მიღწევაა. იმედია, რომ საკუთარ მიღწევას გავიმეორებთ და ისევ ფინალში ვითამაშებთ“ – იუწყება პაშალიჩის ნათქვამს Vecernji list.