იბრაჰიმოვიჩი: „კვარაცხელიამ გამაკვირვა“

0
72

შვედეთის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა გააკვირვა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ და სოფიან ამრაბატმა გამაკვირვეს, რომლებიც ნამდვილად კარგი მოთამაშეები არიან“ – იუწყება ზლატანის ნათქვამს Sky Sports.
21 წლის კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად, ქართველი სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროა.