კლაუდიო რანიერიმ შესაძლოა იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „ჯენოა“ ჩაიბაროს, იუწყება იტალიური მედია.
გენუელები მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩნენ, რაც ალექსანდრ ბლესინი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო გაათავისუფლეს. რანიერი 2022 წლის იანვრიდან უმუშევარია.
ამჟამად, „ჯენოას“ დროებით იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი ალბერტო ჯილარდინო ხელმძღვანელობს.
15 ტურის შემდეგ გენუელებს 23 ქულა აქვთ და სერია B-ში მე-5 ადგილზე არიან.




