ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში მისმა შეგირდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს.
„ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი საუცხოო საშუალებაა გერმანიაში ფეხბურთის განსავითარებლად. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტურნირი სპორტულ წარმატებად ვაქციოთ. ფლიკში სრულებით დარწმუნებული ვართ. ის ამ ამოცანას თავის გუნდთან ერთად გაუმკლავდება“ – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა.
„ჩვენი სამწვრთნელო გუნდი და მე გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატს ოპტიმიზმით ვუყურებ.. როგორც გუნდს გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე კატარში ვაჩვენეთ. ის ხელიდან საუცხოო შესაძლებლობა გავუშვით. ჩვენ ამისგან შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ“ – აღნიშნა ფლიკმა.





