ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებში ლუის დე ლა ფუენტე შეცვლის

0
50

ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას უახლოესი 24-48 საათის განმავლობაში დატოვებს, იუწყება El Larguero. მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უმთავრდება. ლუის ენრიკე ესპანელებს 2018 წლიდან ავარჯიშებს.
მისი შემცვლელის ვინაობას რაც შეეხება, მთავარ კანდიდატად ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე სახელდება.
ესპანეთის ნაკრები კატარში მინდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს 1/8-ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთი ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.