ნიკა გაგნიძემ თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე „უმრანიესფორი“ დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
გორის „დილას“ ყოფილი კაპიტანი „უმრანიესფორში“ მიმდინარე სეზონის წინ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა სტამბოლელთა შემადგენლობაში სუპერლიგაში 2-ჯერ ითამაშა, ხოლო თურქეთის თასზე – ერთხელ.
გაგნიძე საქართველოს 21-წლამდელტა ნაკრების წევრია, რომელიც მომდევნო წელის არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მომავალი ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.





