ტიტე: „გუნდი ვარსკვლავებს თვითონ ქმნის“

0
62

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტიტეს თქმით, მოიტყუილება თუ იტყვის, რომ უნეიმარობას ვერ გრძნობენ. მან ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში შვეიცარიასთან (1:0) გამარჯვების და 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. შვეიცარია დაცვაში მაღალ დონეზე თამაშობდა. ამ გუნდმა სერბებისგან განსხვავებით საუცხოო სათამაშო სტილი აჩვენეს. შვეიაცარიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომელმაც მოედანზე სხვადასხვა როლის შესრულება შეუძლიათ.
ნეიმარის არყოფნას რაც შეეხება, სისტემა მოთამაშეების შეცვლის შემდეგაც უცვლელია. ჩვენ იმ ტაქტიკას ვიყენებთ, რაც შემუშავებული გვაქვს.
დღეს თავი კაზემირომ გამოიჩინა ხომ მართალია? გუნდი ვარსკვლავებს თვითონ ქმნის. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ყველაფერთან გამკლავება შეუძლიათ. თუმცა, მოვიტუილები თუ ვიტყვი, რომ ნეიმარი არ გვენატრება“ – ციტირებს ტიტეს ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte.