პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ურუგვაისთან (2:0) გამარჯვების და 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მათი ოცნება ცოცხალია.
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ვართ. საუცხოო გუნდური სამუშაო შევასრულეთ. სერიოზული მიღწევების მქონე მეტოქესთან შეხვედრის დროს ჩვენი ძალა და სათამაშო დონე დავამტკიცეთ. წინ მივდივართ.
ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენი ოცნება ცოცხალია. წინ პორტუგალია!“ – დაწერა 37 წლის რონალდუმ თავის ტვიტერზე.





