ინგლისმა აშშ-სთან ნავსი ვერ გატეხა

0
34
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Group B - England v United States - Al Bayt Stadium, Al Khor, Qatar - November 25, 2022 England's Harry Kane heads at goal REUTERS/Peter Cziborra

კატარში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ირანთან (6:2) რიხიანი დასაწყისის შემდეგ, მეორე ტურში აშშ-ს ვერ აჯობა. ეს გუნდები მუნდიალებზე ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ და 1950 წელს ბრაზილიაშია ამერიკელებმა 1:0 გაიმარჯვეს. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ამ გუნდებს შორის ჩატარებული თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო წელს კატარში  უგოლოდ გაიყარნენ.
ამერიკელებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშში გასაკვირი არაა. მეტიც, პირველ ტაიმში პულიშიჩს უფრო რომ გამართლებოდა და საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ბურთი ზედა ძელს არ მოხვედროდა, ვინ იცის საბოლოოდ დაპირისპირება როგორ დასრულდებოდა.
ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორიაში ფრედ ყველაზე მეტჯერ 12-ჯერ ითამაშა.
ამ მსოფლიო პირველობაზე ჯგუფურ ეტაპზე უკვე 5 შეხვედრა დასრულდა ფრედ. 21-ე საუკუნეში ყველაზე ცუდი შედეგი 6 ფრეა – 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში.
B ჯგუფში ინგლისი 4 ქულით პირველ ადგილზეა, 3 ქულით ირანი მეორეა, აშშ 2 ქულით მესამეა, ხოლო უელსი 1 ქულით ბოლოა.