
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი დიკ ადვოკატი, რომელმაც შარშან მაისში სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, უახლოეს პერიოდში თავის საქმიანობას განაახლებს.
ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, 75 წლის სპეციალისტი „დენ ჰააგს“ გაუძღვება, რომლიდან ცოტა ხნის წინ დირკ კუიტი დაითხოვეს. მხარეები კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და ადვოკატი ოფიციალურად საქმიანობას მომავალი კვირის დასაწყისში შეუდგება.
ადვოკატმა, რომელიც ბოლოს „ფეინოორდს“ ავარჯიშებდა, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ხოლო ყველაზე მეტ წარმატებას პსვ-ში, „გლაზგო რეინჯერსაა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ მიაღწია.
ადვოკატის ხელმძღვანელობით პსვ-მ ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო. ნიდერლანდელის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგა და თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ლიგის თასს ერთხელ დაუეფლა.
ადვოკატმა „ზენიტს“ რუსეთის ჩემპიონატში, უეფას თასზე და უეფას სუპერთასზე გაამარჯვებინა.
მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატში ნახევარფინალში ითამაშა.
„დენ ჰააგი“ 14 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ერედივიზიონში მე-17 ადგილზეა.




