პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელს მესისთან ერთად ცნობილ ბრენდ „ლუი ვიტონისთვის“ გადაღებულ ფოტოსესიაზე ისაუბრა, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს საჭადრაკო დაფასთან ეპაექრებიან.
„ჩემთვის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ქიში და შამათი ეს ისაა რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ და არა მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს. მსურს ის გავხდე, ვინც მესის დააშამათებს. ვნახოთ, თუმცა ცუდი არ იქნებოდა. რადგან ეს საჭადრაკო პარტიის დროს მოხდა, ამის გაკეთება უფრო საინტერესო ფეხბურთში იქნება“ – ციტირებს რონალდუს გამოცემა Record.





