დეშამი: „ტიტულის დაცვა? მთავარია, მოთამაშეები ამ მიზნის მისაღწევად განეწყვნენ“

0
57
Clairefontaine, France Lundi 14 novembre 2022 Football Equipe de France Rassemblement de l'Equipe de France de Football avant le départ pour la Coupe du Monde Qatar 2022

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ მთავარია მისი ფეხბურთელები ტიტულის შენარჩუნებისთვის საბრძოლველად მტკიცედ განეწყვნენ.
„ტიტულის დაცვა? თითოეული გუნდს თავისი გზა აქვს. მთავარია, რომ მოთამაშეები ამ მიზნის მისაღწევად მტკიცედ განეწყვნენ. თუმცა, ამჟამად მხოლოდ ავსტრალიასთან მატჩზე ვფიქრობთ და მისთვის ვემზადებით.
ვეტერანების არყოფნის გამო ლიდერები ვინ იქნებიან? თქვენი აზრით ეს როგორ ხდება? ამისთვის დროა საჭირო. ყოველთვის არიან უფრო გამოცდილი და უფროსი ასაკის მოთამაშეები, რომლებიც ზურგს გიმაგრებენ. ლიდერობა ეს უბრალო სიტყვა არაა. ის გამოცდილებასთან ერთად მოდის“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე დეშამმა, რომლის ხელმძღვანელობით ფრანგებმა რუსეთში 2018 წელს გამართული მუნდიალი მოიგეს.
საფრანგეთის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ჯგუფში ავსტრალიას, დანიას და ტუნისს დაუპირისპირდება.