ყაზანის „რუბინის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ჰიპერპროფესიონალი გახდა.
„ხვიჩა ჰიპერპროფესიონალი გახდა – მან ფიზიოთერაპევტი დაიქირავა, რომელიც „რუბინში“ მუშაობს. ის მიხვდა თუ რამ შეუძლია ხელი შეუშალოს.
მე კარგად მესმოდა, რომ ყველაფერი სტარტზე იქნებოდა დამოკიდებული. ხვიჩა ემოციური ადამიანა თუ მას წნეხი მოეხსნებოდა, მაშინ აუცილებლად „გაისვრიდა“. ვიცოდი, რომ საწყის თამაშებში დაცვაში ბოლომდე არ დაიხარჯებოდა. ვხედავდი, რომ „ნაპოლი“ როდესაც კომფორტული ანგარიშით იგებდა, სპალეტი ხვიჩას მაშინვე ცვლიდა, რათა ანგარიში შეენარჩუნებინა.
თუმცა, ყოველი თამაშის შემდეგ კვარაცხელიას დაცვითი თვისებები უმჯობესდებოდა და დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა. ხვიჩას თავდაჯერება მოემატა. იგი ყველა ეპიზოდში „თავხედურად“ თამაშობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით“ – განაცხადა სლუცკიმ Youtube არხ „კომენტ შოუზე“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





