ხოსე გაია ტრავმის გამო ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ვერ დაეხმარება. „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა იორდანიასთან (3:1) ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა კოჭის მყესები დაიჭიმა და ამიტომ, ესპანელთა საწვრთნელი ბანაკი დატოვა.
27 წლის გაია „ბარსელონას“ 19 წლის უკანახაზელმა ალექსა ბალდემ შეცვალა. მან მიმდინარე სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლ;იგაში 12-ჯერ ითამაშა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.




