ფიფას პრეზიდენტი: „გთავაზობთ მოილაპარაკოთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე“

0
36

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთსა და უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ის სპეციალურად ჩავიდა კატარის მსოფლიო პირველობის ოფიციალური ბურთით ინდონეზიაში, სადაც დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და სადილზე თითოეულ მათგანს ხელი მოაწერინა.
„რუსეთმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს ჩაატარა. უკრაინას სურს, რომ მსოფლიო პირველობას 2030 წელს უმასპინძლოს. მომავალი მუნდიალი ძალიან მალე დაიწყება.
ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ მოილაპარაკოთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, თუნდაც ერთი თვით ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში. ან შეთანხმდით ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობაზე ან რამე მსგავსზე, რაც მხარეებს შორის დიალოგის დაწყების პირველი ნაბიჯი იქნება“ – მიმართა ინფანტინომ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს,.