ანდრეს ინიესტა: „მთავარია სიყვარული, ჟინი და შთაგონება“

0
26

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ექსნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონური „ვისელ კობეს“ წევრია, განმარტა თუ რატომ აგრძელებს საფეხბურთო კარიერას.
„ყველაფერი სამ რამეზეა დამოკიდებული – სიყვარული, ჟინი და შთაგონება. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ იაპონიაში თამაშს 2020 წელს მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ. სწორედ ამის გამო ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუკა მოდრიჩი კატარში მიემგზავრებიან და ამ ასაკში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მოგებას ეცდებიან.
თითოეული ვინც ფეხბურთს ამდენი ხანი თამაშონს, ასეთ ემოციას ეძებს. ყველას თავისი სიტუაცია აქვს, მაგრამ შესაძლოა ხალხს არ ესმით, რომ ჩვენ სურვილი და ოცნება გვამოძრავებს. როდესაც სავსე სტადიონის ყურების დროს, გულემატკივრებთან და თანაგუნდელებთან შეხვედრისას ემოცია არ მექნება, შესაძლოა ეს ის დღე იყოს, როდესაც ფეხბურთს თავს დავანებებ. თუმცა, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ“ – ციტირებს 38 წლის ფეხბურთელს BBC.