საფეხბურთო კლუბმა ფოთის “კოლხეთმა” ეროვნული ლიგა 3-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით “კოლხეთმა” განცხადება გაავრცელა:
“სეზონის წინ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოახერხა დასახული მიზნის შესრულება და მომავალი სეზონიდან რანგით უფრო მაღალ ეშელონში იასპარეზებს.
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მინიმუმ თითო აგური მაინც დადო კოლხეთი 1913-ის ამ წარმატებაში. გუნდის სპონსორს, ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, ადმინისტრაციას.
უღრმესი მადლობა ფოთელთა მთავარი გუნდის ყველა იმ ქომაგს ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მხურვალედ უჭერდა მხარს საყვარელ გუნდს. კოლხეთი 1913 ყოველთვის გრძნობდა თქვენს ერთგულებას რაც მნიშვნელოვანი სტიმული იყო წარმატებული სეზონის მიმდინარეობისას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობა ასევე წარმატებული ყოფილიყოს ქვეყნის ისტორიულად პირველი გუნდისათვის.





