მიქაუტაძის პირველი ჰეთ-თრიქი საფრანგეთში

0
22

გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ოფიციალურ მატჩებში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში „მეცი“ სტუმრად „პარიზს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა, ხოლო 23 წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან დუბლი მიითვალა. 82-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 3:1 იგებდნენ, მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავისი შანსი ამჯერადაც გამოიყენა. ის მესამე გოლის გატანიდან ორ წუთში შეცვალეს.
22 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, „მეცის“ მაისური 14-ჯერ მოირგო და მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა. „მეცი“ 21 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ცნობისთვის, მიქაუტაძე 17 ნოემბერს სტუმრად მაროკოსთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახეს.