უახლოეს პერიოდში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარი გამოიცვლება. სამუშაოები 27 ნოემბერს დაიწყება და მიმდინაწე წლის ბოლომდე დასრულდება.
სტადიონზე ახალი ბალახის დაგება წყალტუბოს მერიის დაფინანსებით მოხდება.
,,სტადიონზე სამუშაოები თბილისის ,,დინამოსთან” მატჩის მეორე დღესვე (27 ნოემბერს) დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. დაიგება უმაღლესი ხარისხის, ევროსტანდარტების შესაბამისი ბალახი. ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩისთვის კი ჩვენი გუნდი ზესტაფონში მოემზადება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ,,სამგურალი” ახალ საფეხბურთო სეზონს, განახლებული და მოწესრიგებული სტადიონით შეხვდეს” – აღნიშნა ,,სამგურალის” აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ.
მისი თქმით სტადიონის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება განათების გაკეთება და ადმინისტრაციული შენობის აშენებაც, თუმცა აღნიშნული გეგმის განხორციელებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.
მისი თქმით სტადიონის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება განათების გაკეთება და ადმინისტრაციული შენობის აშენებაც, თუმცა აღნიშნული გეგმის განხორციელებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.



