სკალონიმ მუნდიალისთვის არგენტინის ნაკრების განაცხადი წარადგინა

0
35

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კატარში შემდეგი მოთამაშეები გაემგზავრებიან:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (ვილიარეალი).
მცველები: გონსალო მონტიელი (სევილია), ნაჰუელ მოლინა (ატლეტიკო), ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ხერმან პეცელა (ბეტისი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლისანდრო ლოპესი (მანჩესტერი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), მარკოს აკუნია (სევილია), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი).
ნახევარმცველები: გუიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (იუვენტუსი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ალეხანდრო გომესი (სევილია), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), პაულო დიბალა (რომა), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ნიკო გონსალესი (ფიორენტინა), ხოაკინ კორეა (ინტერი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი).
არგენტინა C ჯგუფში ითამაშებს, სადაც საუდის არაბეთს (22 ნოემბერი), მექსიკასა (26 ნოემბერი) და პოლონეთს (30 ნოემბერი) დაუპირისპირდება.