
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს ზურგის ტრავმა აქვს და შესაძლოა სერია A-ს მომდევნო ტურში „უდინეზესთანაც“ არ ითამაშოს.
ამასობაში ნეაპოლელებმა შიდა ჩემპიონატში მიჯრით მე-10 შეხვედრა მოიგეს. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად შინ „ემპოლი“ 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 69-ე წუთზე ირვინ ლოსანომ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. 88-ე წუთზე სტუმართა კარი პიოტრ ზელინსკიმ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია და 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია. ნეაპოლელებმა მეორე ადგილზე მყოფ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ 8 ქულით ასწრებენ.




