კვარაცხელიას წელი ატკივდა – „ნაპოლიმ“ ბერგამოში მოიგო

0
59

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამოტოვა. ამის მიზეზი წელის ტრავმაა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სტუმრად „ლივერპულთან“ (0:2) მიიღო.
ამის მიუხედავად, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილებმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ 2:1 დაამარცხეს. მასპინძლები მატჩის მე-19 წუთზე ლუკმანმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 23-ე წუთზე ზელინსკიმ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია და ზუსტი პასი ოსიმენს გაუკეთა, რომელმაც თავით საპასუხო ბურთი გაიტანა. 35-ე წუთზე ოსიმენი მარჯვენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში შესულმა გადაცემა ელმასს მისცა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და „ცაციათი“ გაიტანა.
„ნაპოლის“ 35 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა – მეორადგილოსან „მილანს“ 6 ქულით ასწრებს.