მამარდაშვილმა სან სებასტიანიდან ქულა წამოიღო

0
24

„ვალენსიამ“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში სტუმრად ქულა სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ აიღო- 1:1.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ორივე გოლი ვალენსიელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-10 წუთზე უგო გილამონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 25-ე წუთზე სამუელ ლინომ ანგარიში გაათანაბრა. მე-17 წუთზე „რეალ სოსიედადს“ ელუსტონდო გაუძევეს.
მეორე ტაიმში გუნდებმა თითო რეალური საგოლე მომენტი გაცვალეს. ჯერ მასპინძლებიდან ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ სორლოტს შეეძლო გატანა, მაგრამ ახლო მანძლიდან მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგ სტუმრებიდან საჯარიმოს გარედან მარკოს ანდრემ „გაისროლა“ და ბასკები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „ვალენსია“ 15 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. იტალიელი ჯენარო გატუზოს შეგირდებს ლა ლიგაში ზედიზედ 5 თამაშია არ მოუგიათ – 3 ფრე და 2 წაგება.