საფეხბურთო აგენტის კრისტიან ემილეს აზრით თუ ხვიჩა კვაარცხელია ასეთ დონეზე თამაშს მიმდინარე სეზონის ბოლომდე და მომავალ სეზონშიც გააგრძელებს, მაშინ მისი სატრანსფერო თანხა 100 მილიონ ევროს მიაღწევს. მან ამის შესახებ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში გაანცხადა.
„იცით ყველაზე გასაოცარი რაა? ის იმას აკეთებს, რასაც ბოლო წლებში რუსეთში და ნაკრებში აკეთებდა. ხვიჩა „ნაპოლიში“ გადავიდა, საუცხოოდ თამაშობს და ხალხი უკვე ამბობს, რომ 100 მილიონი ევრო ღირს.
თუ ასე თამაშს მიმდინარე სეზონის ბოლომე და მომავალ სეზონშიც გააგრძელებს, მით უმეტეს იმის შანსი არ არსებობს, რომ იანვარში გაყიდიან, მაშინ მისი ფასი 100 მილიონს ნამდვილად მიაღწევს“ – განაცხადა ემილემ.





