„ტოტენჰემი“ და „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდნენ

0
41

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად ფრანგულ „მარსელს“ მინიმალური სხვაობით აჯობა და 1/8-ფინალში გავიდა.
მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მბემბამ დააწინაურა. 54-ე წუთზე ლენგლემ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჰოიბერმა მეტოქის კარი აიღო და ინგლისელებს 11 ქულით D ჯგუფი მოაგებინა. „მარსელი“ 6 ქულით ბოლო ადგილზეა და ამ სეზონში ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.
ასევე პლეი-ოფში გავიდაბ ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ფრანკფურტის „აინტრახტი“. გერმანელებმა ლისაბონში ადგილობრივ „სპორტინგს“ 2:1 აჯობეს. მასპინძლები 39-ე წუთზე არტურ გომეშმა წინ გაიყვანა. „აინტრახტიდან“ 62-ე წუთზე საპასუხო ბურთი კამადამ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 72-ე წუთზე პორტიგალიელების კარი კოლო მუანიმ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. ფრანკფურტელებმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო „სპორტინგს“ 7 ქულა აქვს და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.