კლოპი კვარაცხელიაზე: „თავხედია“ და ზოგჯერ თავის დაცვა რამდენიმე ფეხბურთელითაა საჭირო“

0
22

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში შინ „ნაპოლისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დაპირისპირება შეაფასა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველს პრობლემები პირველი წუთიდან შეუქმნა, როდესაც ბურთი ფეხებში გაუძვრინა და სანამ შეცვლიდნენ, მეტოქეს გვერდი არაერთხელ აუარა.
„ხვიჩა კარგი მოთამაშეა. ორივე კარგი ფეხბურთელია და მათ შორის რთული დაპირისპრებაა. ვიცი ყველა ერთ ან ორ სიტუაციას განიხილავს, როდესაც ტრენტი დასწრებაზე თამაშს შეეცადა, ხოლო ბურთმა გვერდით ჩაუქროლა. თუმცა, ეს ბიჭი ნამდვილად კარგი და ძალიან სწრაფია. მის წინააღმდეგ ზოგჯერ თავის დაცვა რამდენიმე ფეხბურთელითაა საჭირო. თუ მან უპირატესობა პირველი შეხების დროს მიიღო, მაშინ აუცილებლად გაგექცევა.
ხვიჩას შეხვედრა მანამდეა აუცილებელი ვიდრე ბურთს შეეხება. თუმცა, ამას თუ ვერ ახერხებ, მაშინ ფრთხილად უნდა იმოქმედო, რადგან სისწრაფე აქვს. ის „თავხედია“ – რამდენიმე მხრიდან უტევს და ეს ვითარებას ძალიან ართულებს.
ვფიქრობ, ტრენტი მას საუცხოოდ გაუმკალვდა. ის მართლაც „ცეცხლში“ იყო. ერთი-ორი მომენტის შემდეგ, როდესაც არცთუ კარგად იმოქმედა, არ დაბნეულა და თამაშში დარჩა. ტრენტის მიერ ჩატარებული მატჩი მომეწონა“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს „ლივერპულის“ ვებგვერდი.