„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოშოჩვილი გამოდის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თამაში ისევ ვერ მიიგო.
სერია A-ს მე-12 ტურში კრემონელებმა გათამაშების „უდინეზეს“ უმასპინძლეს, რომელიც მატჩამდე ფავორიტად მიიჩნეოდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.
ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია, რადგან ორი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა, რომელიც ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე ესპანელმა დეოლუფეომ ვერ გამოიყენა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლოჩოშვილი ისევ სასტარტოში იყო და თავის ზონას უშეცდომოდ აკონტროლებდა. მან მეორე ტაიმში ორჯერ ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და სახიფათო იერიში წამოიწყო. თუმცა, ლუკამ 85-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„კრემონეზემ“ სერია A-ში ფრედ მეხუთე შეხვედრა დაასრულა და 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.





