ბერიძის მეოთხე გოლი თურქეთის სუპერლიგაში

0
22

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
მე-12 ტურში ბერიძის „ანკარაგუჯუმ“ „ჰათაისფორს“ უმასპინძლა, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის და 4:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბერიძემ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში გახსნაილმა პარტნიორისგან ბურთი მიიღო, რომელსაც კარში ადგილი მიუჩინა. ის 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლობჟანიძემ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.
„ანაკარაგუჯუ“ 11 ქულით მე-13 პოზიციაზეა, „ჰათაისფორი“ კი 10 ქულით მეთექვსმეტეა.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ სტუმრად „შამახი“ 4:0 დაამარცხა და გამარჯვებულთა კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავდა. „ყარაბაღი“ 33 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად ზაგლებიეს „ლუბინი“ 2:0 დაამარცხა. კრაკოველებში საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და თავის ანგარიშზე ერთი საგოლე პასი ჩაიწერა. მასპინძლებში გურამ გიორბელიძემ თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. „კრაკოვია“ 22 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა, ხოლო „ზაგლებიე“ 17 ქულით – მეთოთხმეტე.