კიტეიშვილმა „შტურმს“ დამატებულ წუთებში მოაგებინა

0
57

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმს“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში შინ „ფეინოორდთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოაგებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედანზე შესვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური მოირგო. კიტეიშვილი აქტიურობდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ემეგას პასის მერე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი მკერდზე მიიღო და მიწაზე დაუშვებლად ეფექტური გოლი გაიტანა. „შტურმმა“ 8 ქულა დააგროვა და F ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო „ფეინოორდი“ 5 ქულით მესამეა. ლიდერი 8 ქულით რომის „ლაციოა“, რომელმაც შინ „მიდტიულანდს“ 2:1 აჯობა. დანიელები 5 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.
ბოლო ტურში „შტურმი“ სტუმრად „მიდტიულანდს“ ეთამაშება.