17-წლამდელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყეს

0
28

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ხიზანიშვილი წვრთნის, ევროპის 203 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-3 ჯგუფში სასტარტო შეხვედრა ისრაელთან ჩაატარა და დამარცხდა.
ებრაელები უპირატესობას მატჩის დასაწყისიდან ფლობდნენ და მე-17 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ჯგუფის მასპინძლების საჯარიმოში ყველას სარსურმა დაასწრო, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
25-ე წუთზე ალექსანდე თურქიამ თავის ნახევარზე მეტოქეს ბურთი აართვა და ისრაელის საჯარიმოში შესულმა პასი გიორგი გოგატიშვილს გაუკეთა, მაგრამ მცველის ფეხიდან ბურთი უკან დაუბრუნდა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1.
გოლის გაშვების შემდეგ, ებრაელები გონს მალე მოეგნენ და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხოლო ტაიმის მიწურულს მიწურულს მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გაკეთებული პასის შემდეგ, ოლის დარტყმული ბურთი ფეხზე ქართველ მცველს შეეხო და კარში აღმოჩნდა – 1:2.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩაწოდებული კუთხური კარში დარტყმით დაასრულეს და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ვერც კომბინაციურ თამაშს აჩვენებდა და ქართველი ფეხბურთელები ებრაელ თანატოლებს ვერც ინდივიდუალურად სჯობდნენ. ერთადერთი სახიფათო მომენტები მასპინძლებმა მე-80 წუთზე შექმნეს, როდესაც გეგუჩაძემ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
83-ე წუთზე კფირი ებრალების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი რანონს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
მე-3 ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ინგლისმა ლიეტუვას 3:1 მოუგო.
ქართველი 17-წლამდელები მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს ინგლისელებთან ჩაატარებენ.
მატჩის ოქმისაქართველო V ისრაელი | 18:00