მოჰამედ სალაჰი საუკეთესო ბომბარდირია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ინგლისის კლუბების მაისურით ჩემპიონთა ლიგაში უთამაშიათ და გოლი გაუტანიათ.
A ჯგუფის მე-4 ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „რეინჯერსი“ 7:1 გაანადგურდა და მოედანზე 68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზედიზედ 3 გოლი გაიტანა.
მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 38 გოლი მიითვალა. ეგვიპტის ნაკრების ფორვარდმა ამ მაჩვენებლით „ჩელსის“ ექსფორვარდ დიდიე დროგბას და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ თავდასხმელ სერხიო აგუეროს გაასწრო, რომელთა ანგარიშზე 36-36 ბურთია.





