ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სერია A-ს ფეხბურთელებში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ მატჩებში საუკეთესო სტატისტიკა აქვს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გოლი+პასი სისტემით 12 ქულა აქვს. მან იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში და ჩემპიონთა ლიგაში გაამრთულ 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.
“ნაპოლი”, რომელშიც კვარაცხელია გამოდის იტალიის ჩემპიონატში ლიდერია და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.




