ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ნაპოლი” – “აიაქსის” (4:2) მატჩის საუკეთესოდ მოთამაშედ დაასახელეს და უეფასგან სპეციალური პრიზიც მიიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა განვლილ მატჩში მოედანზე 77 წუთი გაატარა და ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო შემდეგ პენალტი გამოიყენა.
ჩემპიონთა ლიგის ყოველი შეხვედრის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს უეფას ექსპერტთა ჯგუფი ავლენს.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.





