ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამის „აიქსს“ ზედიზედ მეორე მატჩში გაუტანა. A ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ ნიდერლანდელებს უმასპინძლა და 3:2 სძლია.
შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში ზელინსკის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით მეტოქის კარის წინ მყოფმა ლოსანომ გახსნა. მე-16 წუთზე კვარაცხელიას გადაცემის მერე, რასპადორიმ სტუმართა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი „ცხრიანში“ დაარტყა – 2:0.
49-ე წუთზე „აიაქსიდან“ თავურით ანგარიშში სხვაობა დევი კლასენმა შეამცირა. 62-ე წუთზე ნდომბელეს დარტყმის შემდეგ, „აიაქსის“ ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დაიწყო. „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელიამ პირველი პენალტი შეასრულა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:1. 83-ე წუთზე ბერგვაინმა ნეაპოლელთა კარი ასევე თერთმეტმეტრიანიდან აიღო. 89-ე წუთზე ტრავმამოშუშებულმა ოსიმენმა ბლინდს ბურთი მისსავე საჯარიმოში აართვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.
„ნაპოლი“ 12 ქულით A ჯგუფის ლიდერია და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის საწყის 4 ტურში 17 გოლი გაიტანეს, რაც იტალიური კლუბებისთვის ამ ტურნირში ასპარეზობის დროს რეკორდია.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.
A ჯგუფის მეორე მატჩში “ლივერპულმა” სტუმრად “რეონჯერსი” 7:1 გაანადგურა. ინგლისელებიდან სამი გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 4:1 იგებდა და ზედიზედ 3 გოლი გაიტანა.





